ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლის რაოდენობა 1016-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად, კიდევ 108 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ჯამში 1016-ს მიაღწია, –  ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ადასტურებს.

მათი ცნობით, ქვეყანაში 42 638 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან უხანში 20 000-მდე ექიმია გაგზავნილი და  უახლოეს დღეებში მედიკოსთა რიცხვი კვლავ გაიზრდება.