ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა 24 324-ს მიაღწია. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი ადასტურებს.

ხელისუფლების ცნობით, ბოლო 24 საათში, ხუბეის პროვინციაში კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა.

ახალ კორონავირუსს ჩინეთის გარდა კიდევ 20-ზე მეტ ქვეყანაში ებრძვიან. ბოლო შემთხვევა ბრიუსელში დაფიქსირდა.