ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად, კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1113-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ადასტურებს.

ჩინეთში დაინფიცირებულთა რიცხვმა საერთო ჯამში 44 600-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებული კი  4 740 პაციენტია.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  უხანის პროვინციაში დამატებით 20 000-მდე მედპერსონალი გაიგზავნა.