შარლიზ ტერონი ენდი კოენის შოუს «Watch What Happens Live» სტუმრობდა. ეთერში მსახიობმა ანჯელინა ჯოლისთან დაძაბულ ურთიერთობაზე გააკეთა კომენტარი. ამ ორი ვარსკვლავის მტრობის შესახებ დიდი ხანია ბევრს საუბრობენ. მათი დაპირისპირების შესახებ ჭორების ახალი ტალღა იანვარში აგორდა, როცა შარლიზისა და ბრედ პიტის რომანზე პრესა ინტენსიურად ალაპარაკდა.
“მე მას პრაქტიკულად არ ვიცნობ. ჩვენ მეგობრები არ ვართ. ერთად დროს არ ვატარებთ. მხოლოდ ღონისძიებებზე ვხვდებით ერთმანეთს. ის ყოველთვის კეთილგანწყობილია“ – განაცხადა შარლიზ ტერონმა.
ბოლო დროს ორი ვარსკვლავის დაპირისპირების მიზეზად არა მხოლოდ ბრედ პიტი, არამედ როლებთან დაკავშირებით კონკურენციაც სახელდებოდა. მაგალითად, ინსაიდერების ცნობით შარლიზ ტერონი და ანჯელინა ჯოლი ფილმში “მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში„ ერთი და იმავე როლის მიღებას ცდილობდნენ. თუმცა საბოლოოდ რეჟისორი მათმა მტრობამ დაღალა და როლისთვის მიშელ პფაიფერი აირჩია.