“ჩვენ გვექნება დიდი სიურპრიზი”-ეს განცხადება “ქართული მარშის” წევრმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.
8 ნოემბერს “ქართული მარში” ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლას გეგმავს. ბრეგაძე არ აკონკრეტებს რა ფორმით მოხდება პრემიერის ჩაშლა. ის ასევე სთხოვს საპატრიარქოს დააფიქსიროს პოზიცია.
“ჩვენ გვექნება დიდი სიურპრიზი, რომელსაც სიურპრიზი რომ არის არ ვაცხადებ 8-ში ნახავთ ყველა. ჩვენ არ ვაპირებთ კომბლებით მისვლას, ვაპირებთ თანამედროვე ცივილიზირებული ფორმებით ამ კინოჩვენების ჩაშლას”-,აცხადებს სანდრო ბრეგაძე.