გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ მას მარგველაშვილთან კონსულტაციები არ ჰქონია.
„ჩვენ ჯერ არანაირი კონსულტაცია არ გვაქვს გიორგი მარგველაშვილთან, მე მივესალმები მის მზაობას, რომ იგი შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. მინდა გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც უფლება და საშუალება არ მისცა ბიძინა ივანიშვილს, ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუცია იღლიის ქვეშ ამოედო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, მის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.