„დღეს ქართულმა არმიამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ მისი ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„დღეს თავს დაესხნენ ბაგრამის ბაზას, სადაც 500-ზე მეტი ჯარისკაცია წარმოდგენილი. ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე, იმ გმირობის გამო, რასაც ისინი ჩადიან. მინდა მათ ვუსურვო მეტი ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება.ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, ბოლო ინფორმაცია რაც მე მომაწოდა თავდაცვის სამინისტრომ არის ის, რომ 5 ჯარისკაცი დაჭრილია მსუბუქად და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.