მმართველი პარტიის დეპუტატი პარლამენტში, რევაზ არველაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში არცერთი ბავშვი არ შიმშილობს.
ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მთავარი არხის შეკითხვას, რომელიც ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს შეეხებოდა.
“ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ… მე ვერ ვიჯერებ, რომ … თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა”, — განაცხადა არველაძემ.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბოლო მონაცემებით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. ეს კვლევა 2016 წელს გახდა საჯარო.