ჩვილის გაყიდვის ფაქტზე ყველა დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ჩვილის გაყიდვის ფაქტზე ყველა დაკავებული  სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბავშვი ამ ეტაპზე სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა. 

ბავშვი სამშობიარო კლინიკა „ბაიებში“ გაჩნდა, სადაც აცხადებენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ,რომ დედა ყალბი სახელით და გვარით იყო დარეგისტრირებული. ამასთან, უარყოფენ ცნობას, თითქოს მათი ექიმები საქმეზე დაკავებული არიან.

ბავშვის გაყიდვის ბრალდებით სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო ბავშვის დედა და ორი ექიმი. გამოძიების ცნობით, ჩვილი 13 000 დოლარად უნდა გაეყიდათ და ეს თანხა გაენაწილებინათ. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.