CIA-ის დირექტორი აცხადებს, რომ რუსეთისგან ბირთვულ საფრთხეს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი, ბილ ბერნსი აცხადებს, რომ რუსეთისგან ბირთვულ საფრთხეს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამის შესახებ, CIA-ის დირექტორმა, ჯორჯიის უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლისას განაცხადა. 

“მათი სამხედრო წარუმატებლობის ფონზე, ასევე  პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის სასოწარკვეთის გათვალისწინებით, ვერც ერთი ჩვენგანი მსუბუქად ვერ მიიღებს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს ტაქტიკურ ან დაბალი ეფექტურობის ბირთვულ იარაღზე”. – აღნიშნა ბერნსმა ჯორჯიის უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლისას.

ბილ ბერნსი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად კრემლის რიტორიკისა ბირთვული განგაშის მაღალ დონეზე გადასვლის შესახებ, CIA-ის ჯერჯერობით არ უნახავს პრაქტიკული მტკიცებულება, ამ ტიპის სამხედრო განლაგების შესახებ, რომლებიც ამ შეშფოთებას გააძლიერებს.