აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის მოადგილის შვილი მაიკლ გლოსი რომელიც რუსეთის ჯარში იყო, უკრაინასთან ომში დაიღუპა . ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამავე მედიის ცნობით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ბახმუტის მიმართულებით რუსული შეტევის დროს მოხდა.
აშშ-დან ჩამოსულმა გარემოსდაცვითმა აქტივისტმა კოლეჯი მიატოვა, სადაც კლიმატისა და ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა და 2023 წელს მსოფლიოში სამოგზაუროდ გაემგზავრა. ამავე წლის სექტემბერში განაცხადა, რომ მისი ვიზა იწურებოდა და მალევე აღმოჩნდა მოსკოვში საკონტრაქტო სამსახურის გაწვევის პუნქტში, შემდეგ კი ფრონტზე. მაიკლმა მეგობარს უთხრა, რომ ჯარში რუსული პასპორტის მისაღებად, „ცხოვრებისეული მიზნის მისაღწევად“ წავიდა.
გლოსის დედა ჯულიანა გლოსია, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ციფრული ინოვაციების განყოფილების დირექტორის მოადგილეა. ხოლო მამა, ლარი გლოსი, აშშ-ის საზღვაო ძალების ვეტერანია და ოპერაცია „უდაბნოს შტორმშიც“ მონაწილეობდა. სოციალურ ქსელში მაიკლ გლოსი წერდა, რომ “ძალიან გაბრაზებული” იყო შეერთებული შტატებზე. მისი თქმით, “ძალადობა ამერიკული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია”.
მაიკლ გლოსის ოჯახის თქმით, ის 2024 წლის 4 აპრილს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.