CIA-მ თეთრ სახლს აცნობა, რომ უკრაინელები კურსკში “ალყაში მოქცეულები” არ არიან

ამერიკულმა სადაზვერვო სააგენტოებმა, მათ შორის, CIA-მ  თეთრ სახლს აცნობეს, რომ უკრაინელი სამხედროები, კურსკის ოლქში “ალყაში მოქცეულები” არ არიან. ინფორმაციას ამის შესახებ, Reuters 3 ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს,    რომლებიც ინფორმირებული არიან თავიანთი მთავრობების სადაზვერვო მონაცემებზე.

ანონიმური მაღალჩინოსნების თქმით, ამერიკული და ევროპული სადაზვერვო მონაცემები აჩვენებენ, რომ უკრაინული ჯარები რუსული ძალებისგან ინტენსიურ წნეხს განიცდიან, თუმცა ისინი არ არიან სრულად ალყაში მოქცეული.

ცნობისთვის, 14 მარტს დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა, დაენდო “ათასობით ალყაშემორტყმული უკრაინელი”. პუტინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ამას გააკეთებდა, თუ უკრაინელი სამხედროები დანებდებოდნენ.