CIA-ს დირექტორი ამბობს, რომ ბოლო შეხვედრა რუსეთის დაზვერვის უფროსთან “საკმაოდ დამთრგუნველი იყო” – CBS News

ამერიკული ტელეარხის, CBS –ის ინფორმაციით 3 თვის წინ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  აშშ–ს გამოძიების ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი გაგზავნა რუს კოლეგასთან სერგეი ნარიშკინთან შეხვედრაზე, რათა CIA-ს დირექტორმა გააფრთხილებინა ის, რუსეთს არ გამოეყენებინა ბირთვული იარაღი. დაბრუნების შემდეგ  ბერნსმა შეხვედრა აღწერა, როგორც “საკმაოდ დამთრგუნველი”.

“ნარიშკინის მხრიდან იყო ძალიან გამომწვევი დამოკიდებულება. თავხედობისა და ამპარტავნების გამომხატველი. ეს დამოკიდებულება ვფიქრობ, ასახავს პუტინის თვალსაზრისს და  მის რწმენას, რომ მას შეუძლია დაამარცხოს უკრაინელები, გამოფიტოს ევროპელი მოკავშირეები და რომ ბოლოს და ბოლოს პოლიტიკური დაღლილობა იმძლავრებს“, – თქვა CIA-ს დირექტორმა.