სარეკლამო კომპანია პანდა, რომელსაც ფეისბუქის ანგარიშის მიხედვით ქართული ოცნების ყალბი გვერდები, ჯგუფები და ანგარიშები უკავშირდება, 20 დეკემბრიდან, ანუ ამ ინფორმაციის გავრცელებიდან არ გამოჩენილა. მათ მხოლოდ დღეს საღამოს გაავრცელეს ვიდერგოლი, რომელშიც ამბობენ, რომ მათ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებაა. “ცილისწამებით დამარხულები“ – ასე ქვია ვიდეოს.
“გვერდის ადმინები და ანგარიშის მფლობელები როგორც წესი პოსტავდნენ ქვეყნის შიდა ახალ ამბებზე და პოლიტიკურ პრობლემებზე, არჩევნებზე, მთავრობის პოლიტიკაზე, სახელმწიფო ჩინოვნიკებზე, აკრიტიკებდნენ ოპოზიციას და ადგილობრივი აქტივისტების ჯგფებს. მართალია ამ საქმიანობის უკან მდაგრი ადამიანები ცდილობდნენ თავისი პიროვნების და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ ეს საქმიანობა დაუკავშირა საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდას და ხელისუფლებას, რომელსაც ქართული ოცნება ხელმძღვანელობს.“–ნათქვამია ფეისბუქის ოფიციალურ განცხადებაში.