კინოთეატრებში ფილმ “და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის წინააღმდეგ აგრესიული ჯგუფების პროტესტს ბუნებრივია გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. გთავაზობთ ამ თემაზე გამოქვეყნებული ფეისბუქ სტატუსების ნაწილს:
გია ხუხაშვილი
ქვეყანაში აგრესიული კონფორმიზმი ზეიმობს…
პრობლემებია ხელისუფლებაში? საკუთარი უმოქმედობა გადაფარე სისხლიანი 9 წლით… პრობლემებია საპატრიარქოში? გადაფარე ფილმით…გადაფარე, სინდისი მიაძინე და შენც ტკბილად დაგეძინება…
დავით ზურაბიშვილი
ამენ გეტყვით მე თქვენ: თუ სერიოზულად (და არა ისე, ყასიდად და სიტყვის მასალად) გსურთ გაუშვათ ლევანვასაძეები, სანდრობრეგაძეები, დიმიტრილორთქიფანიძეები, მარში, ფარში, კორკოტები ი პროჩეე ი პროჩეე ირმაინაშვილების და თვით დავითთარხანმოურავების ჩათვლით პოლიტიკურ მოუსავლეთში, იმავე პოლიტიკურ მოუსავლეთში უპირველეს ყოვლისა უნდა გაუშვათ ბიძინა ივანიშვილი. სანამ იქნება ბიძინა ხელისუფლება-ძალაუფლებაში ფორმალურად თუ არაფორმალურად, იქნებიან ესენიც; არ იქნება ბიძინა, ესენიც არ იქნებიან და ოხანაშვილ-მათიკაშვილებიც გაყვებიან გვერდითი ეფექტის ამბავში.
ამიტომ როცა მოვა 2020-ის შემოდგომა, იქ არჩევანი მიშას და ბიძინას შორის კი არ იქნება, არამედ ამ საძონძეთ-საბანძეთსა და მრავალპარტიულობა-კოალიციურობას შორის.
ქეთი დევდარიანი
არაფერში ამ ქვეყანას არ უმართლებს. ჯოკერებადაც ეს კრიმინალური კლოუნები გვერგო.
ნინია კაკაბაძე
ტრაგედიაა, რომ ფილმის სანახავად მაყურებელს ბრძოლა უწევს და სიმამაცე სჭირდება, მაგრამ იბრძვის და მაინც ნახულობს ფილმს. ეს ნამდვილად არის გამარჯვება! რაღაც ხანში ამ ფაშისტ ლიდერებს ხალხი აღარ გაყვება!
იაგო ხვიჩია
საპატრიარქოს ამბავი ნაწილობრივ მაინც რომ დადასტურდეს და პარალელურად გეი თემატიკაზე გადაღებულმა ფილმმა ქართველებს ისტორიაში პირველი ოსკარი რო მოგვიტანოს, შეგვიძლია 2019 წელი ქართული ტრ@@ის დეკასრალიზაციის წლადაც კი გამოვაცხადოთ
ზურაბ ჯაფარიძე
გავმეორდები და ვიტყვი რომ ტრ@@ის სიწმინდის დასაცავად, ათი 130-კილოიანი დაცვით მისვლა არის ГРУ-ს და პირადად დუგინის სირცხვილი და თავის მოჭრა.
გიგი უგულავა
“ჩვენ შევიკრიბებით, ერთმანეთს მოვეფერებით და დავიშლებით, რათა მათ ზეიმის ჩატარების საშუალება არ მივცეთ”- გია კორკოტაშვილი.
ეს როგორ? თვითონ იკრიბებიან, ეფერებიან ერთმანეთს და სხვებს სცემენ ამის გამო? ეს რა სიავე და ჩათლახობაა
ნოდარ რუხაძე
·
ესე იგი, ორი კვირა აანონსებდნენ ძალადობრივ საპროტესტო აქციებს. ამის მიუხედავად, სადღაც ხუთასამდე ადამიანი ძლივს მოაგროვეს. დაწვეს დროშა, ოღონდ არა ლგბტ, რაღაც სხვა. ურტყეს ერთმანეთს. დააკავეს 11 აქტივისტი.
ლიდერები გაექცათ.
ახლა ორმოცდაათამდე შემორჩნენ.
ფილმის პრემიერა, რა თქმა უნდა, შედგა.
ახლა სამით ნოლია. ღმერთიც სამობით არისო.
ელისო კილაძე
გუშინ დაგეგმილი ყველა კინოსეანსი შედგა,დარბაზებში ექსცესებს ადგილი არ ჰქონია !
ანუ საჯარო ცირკი იყო ამათი ამოცანა და არა,კინოჩვენების ჩაშლა !
ყველას აჩვენებენ რომ ველურების ქვეყანა ვართ !
გოჩა მირცხულავა
რა ხდება? არც არაფერი! ჩვენ ჯერაც არ გაგვიკრავს ჯვარზე იესო და ჯერაც ისევ იქ ვცხოვრობთ, სადაც ბრბო მხოლოდ ბარაბზე წუხს.
ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს ამ დაძაბულობის, დაპირისპირების, ქართული ენერგიის უაზროდ ფლანგვის, არასახელმწიფოებრივი და არაქრისტიანული დღის წესრიგის, საზოგადოებაში არსებული უფსკურულის კიდევ უფრო გაღრმავება.
ცუდია, რომ ფარისეველი, თავდაკარგული, თუ უთავო ქართველებისთვის კვლავაც საჯდომის სიწმინდე გახდა სახელმწიფოს უმთავრესი თემა. მესამე რომის მეტროპოლიაში სხვა მოლოდინები ალბათ არც უნდა გვქონდეს.
გიგა მაქარაშვილი
ამ წამს ისეთმა გოგომ ჩამიარა, ისეთი ლამაზი ტრ@@ი ქონდა, ისე ამიჩქარდა გული…
ვერ იმუშავა იმ ფილმმა აშკარად
ზურაბ გურული
რაც არ უნდა დასცინონ ამ ფილმს, და თუნდაც ობიექტურად დიდი არაფერი იყოს ხარისხით, ფაქტი ერთია, მიზეზი, რომლისთვისაც ეს ფილმი გადაიღეს არა მარტო მართლა არსებობს, არამედ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
– რატომ უნდა მოგინდეს ამ ფილმის ყურება? –
იმიტომ, რომ თუ შენ ქართული სოციუმის წევრი ხარ, გაინტერესებს როგორ შეძლეს შენს გარემოში არსებული პრობლემის გამოხატვა. აბსოლუტურად ჯანსაღი სურვილია ეს.
რატომ ეწინააღმდეგებიან ამ ფილმის ჩვენებას?
იქ შეკრებილთა უმრავლესობას მაგ ფილმის ყურებაზე ნაკლები ცოდვა აქვს ჩადენილი?
არა, ცხადია.
იმიტომ რომ ეშინიათ ტაბუს დარღვევის. გულწრფელად ეშინიათ. ზუსტად ისე, როგორც ახალზელანდიელ მაორებს ეშინოდათ, როცა ტაბუს ფენომენი შექმნეს.
ტაბუ კი მაორებმა იმიტომ მოიფიქრეს, რომ ამა თუ იმ იდუმალი მოვლენის ახსნის ინტელექტი არ გააჩნდათ. მათ ქურუმებს კი იმის ეშინოდათ, რომ გამოჩნდებოდა კაცი, რომელიც ამ მოვლენას ახსნიდა, დაასაბუთებდა და ქურუმებზე უფრო ჭკვიანი გამოჩნდებოდა.
რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ნაკლები ტაბუ აქვს. ტაბუების სიმრავლე პირდაპირ კავშირშია ინტელექტის დეფიციტთან და პრიმიტიულ დიქტატთან ნებისმიერ სფეროში, სულიერშიც და მატერიალურშიც.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის გააზრება მათთვის, ვისაც აზროვნება ძალუძს. ძალიან ადვილია ტაბუთი აღტყინებულ ბრბოსთან მიკედლება; უსაფრთხოც. წარმოუდგენელი სიმამაცე სჭირდება მათთან დაპირისპირებას და ეს სიმამაცე ავტომატურად ფარავს ყველაფერ სხვას. ამ სიმამაცით სწავლობ ტაბუების მსხვრევას; ჯერ შენში, მერე შენს ირგვლივ.
და მათი მსხვრევით თავადაც თავისუფლდები და შენს ირგვლივ მყოფთაც ათავისუფლებ.
ნოდარ ლადარია
მართლმადიდებლობის სახელით ეროვნული იდეა ტრ@@ამდე დაიყვანეს.
პირველი მოქალაქე გია ყანჩელის დაკრძალვის დღეს ღრეობას მართავს და თამაზ ტყემალაძის იუბილეზე სიტყვით გამოდის.
მთავრობა გივი სიხარულიძის ვარსკვლავს ხსნის.
ქართული კულტურა…