საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა და ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომაერობით დაინტერესდა. მან გამსახურდიაზე თავდასხმის პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, პოსტოპერაციული პერიოდი მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგად გამოვა ამ მდგომარეობიდან. ის ძალიან ძლიერი ბიჭია. რა თქმა უნდა, ცუდია რაც მოხდა. ცხადია, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. ძალიან ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ. ბოლო დღეებში ცუდად განვითარდა მოვლენები, მაგრამ არ მინდა, რომ პესიმიზმში ჩავიძიროთ, რადგან ეს არის ის, რაც ვერ გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. უნდა ვიყოთ ოპტიმისტები. ცოტნეც უნდა გამოვიდეს. გვინდა, რომ ყველგან, თბილისშიც და რეგიონებშიც ხალხი ოპტიმისტურად იყოს. მოვა დრო, რომ ამ ქვეყანაში უკეთესი განვითარება იქნება, რადგან ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. ამ განუკითხაობაში, კრიმინალურ ვითარებაში, დაუსჯელობაში მიჭირს,მაგრამ მინდა ოპტიმისად დავრჩე”, – განაცხადა რულოვსმა.