ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს, 20 დეკემბერს გაიმართება.
პროცესი თბილისის დროით 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. მისი პირველი ე.წ. სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართა და ექიმი პატიმრობაში დატოვეს.
ქართველი ექიმი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.