“CNN-ს კი არა ოქროს ლოდებს მოითხოვს ბოკერია, ტორტი ხომ არ უნდა სადღესასწაულო?”- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წვერმა ადა მარშანიამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
“ჩემ კოლეგას ბატონ მერაბ ქარაიას მინდა მივმართო. ბატონო მერაბ თქვენ პათოსს ვიზიარებ და ვეთანხმები მაგრამ თქვენ ხელში არ არის ბოკერიას დასჯა? თუ დასასჯელია? მიიღეთ პატრიოტების რეზოლუცია. შეილება თქვენ პირადად მხარი დაუჭირეთ ამ რეზოლუციას. იცით თქვენ, თუ არ იცით გეუბნებით. მეორეჯერ არის შეტანილი ეს რეზოლუცია და იმოქმედეთ თქვენს კოლეგებში დიად უმრავლესობაში მიიღოს ეს რეზოლუცია. რეზოლუციას რომელიც არ არის ჩვენი პარტიის ვიწრო ხედვა და არარის პარტიის კაპრიზი ეს ჩვენი მოთხოვნა ნახევარი მილიონი ხელმოწერით არის გამაგრებული. მივმართავ ხელისუფლებას აბუნტდით! გაუბრაზდით დაემუქრეთ ბოლობოლო რომ დატოვებთ უმრავლესობას რომელიც ასე უმსგავსოდ იქცევა.
ნაციონალური მოძრაობის ზრახვებია ფასეული? იცით რატო ლამობენ პოლიტიკაში ყოფნას? თქვენ ხელს აფარებთ არ დასაჯეთ დღემდე. CNN-ს კი არა ოქროს ლოდებს მოითხოვს ბატონი უგულავა. ტორტი ხომ არ უნდა სადღესასწაულო? “- განაცხადა ადა მარშანიამ.