უკრაინის არმიამ შეძლო რუსებისთვის 4 სოფლის წართმევა ქვეყნის სამხრეთით. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN უკრაინელ სამხედროებში მის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
ეს სოფლებია პრავდინო, ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე და ტომინა ბალკა – სოფლები ხერსონის სიახლოვეს.
“ოპერაცია ღამით რუსული პოზიციების და ზურგის მასირებული დაბომბვით დაიწყო“– ამბობს წყარო.
“შეტევის ძირითადი სამიზნე პრავდინო იყო. ჩვენ მათ ფეხოსნებს დავარტყით დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებიდან, და მათ უკან დაიხიეს. რუსული დესანტი მათთან ერთად გაიქცა“– ციტირებს CNN უკრაინელ სამხედროს, რომლის ვინაობა არ სახელდება.
მისი თქმით, რუსების პირველი თავდაცვითი ხაზი უკრაინელებმა 3 ადგილას გაარღვიეს. ლიკვიდირებულია ბევრი რუსი სამხედრო, ბევრი ტყვედ ჩავარდა. განადგურებულია სამხედრო ტექნიკა.
“ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი მიზანი – ხერსონია“– ამბობს სამხედრო.