ოთხშაბათს დაგეგმილ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოულოდნელ ვიზიტს ვაშინგტონში დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და უპირველეს ყოვლისა შეერთებული შტატებისთვის, ამბობენ CNN-ის ანალიტიკოსები.
ეს არის კიდევ ერთი შეხსენება ვლადიმერ პუტინისთვის ამ ქვეყნის როლის შესახებ ნებისმიერ საერთაშორისო დღის წესრიგში და, კერძოდ, ერთი, ცალკე აღებული სახელმწიფოს რეალურად გადარჩენის საკითხებში.
ეს არის ზელენსკის პირველი უცხოური მოგზაურობა უკრაინის გარეთ თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ და ვაშინგტონის არჩევა პირველი ვიზიტისთვის ასევე ხაზს უსვამს ჯო ბაიდენის ისტორიულ როლს ამ ომში.
გარდა ამისა, უკრაინის ომმა ბიძგი მისცა დასავლური ალიანსის აღორძინებას, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირს აშინებდა და ახლა მოსკოვს აკავებს ბირთვული ძალებით შეჯიბრისკენ სწრაფვაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტს შეერთებულ შტატებში აქვს ისტორიული პარალელი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის უინსტონ ჩერჩილის ვიზიტთან ვაშინგტონში 1941 წელს, რომელიც ასევე განხორციელდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის ალიანსის გასაძლიერებლად.
„ის [ზელენსკი] ცდილობს ხაზი გაუსვას პირდაპირ ურთიერთკავშირს ჩვენს მხარდაჭერასა და უკრაინის მომავალ გამარჯვებას შორის“, წერს CNN-ის ანალიტიკოსი სტივენ კოლინსონი.