ტელეკომპანია CNN ანონიმურ ამერიელ და ურაინელ ჩინოვნიკებზე დარდნობით ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთით კონტრშეტევას აწარმოებენ ხერსონის ოლქზე წლის ბოლომდე კონტროლის აღდეგნის მიზნით.
ჟურნალისტები აზუსტებენ, რომ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს განზრახვის შესახებ, რომ მინიმუმ დნეპრის დასავლეთ სანაპიროს მთელი ტერიტორიის გათავისუფლებას გეგმავენ, მათ შორის ქალაქ ხერსონის და ნოვაია ახოვკის, სადაც ჰიდროელექტროსადგური და არხია განლაგებული, საიდანაც ყირიმს სასმეილ წყალი მიეწოდება.
CNN-ის ინფორმაციით ამერიკელი ჩინოვნიები აღიარებენ, რომ წლის ბოლმდე ხერსონის ოლქის კიევის კონტროლ ქვეშ დაბრუნება საკმაოდ ამბიციური ამოცანაა. თუმცა, ისინი თვლიან, რომ ის შესრულებადია, თუ უკრაინა მომავალშიც აჩვენებს წარმატებებს ბრძოლის ველზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესახებ ხერსონის ოლქში ინფორმაცია აგვისტოს ბოლოს გამოჩნდა. მას შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს კონტროლი აღედგინათ რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.
ტელეომპანიის ჟურნალისტები თვლიან, რომ შეტევა სამხრეთით ფართო ფრონტზე მიმდინარეობს, რომლის სიგრძე 160 კილომეტრზე მეტია, ამგვარად, უკრაინული ძალები ცდილობენ არ მისცენ რუსეთის არმიას საუთარი ძალების ერთ მონავეთში კონცენტრირების საშუალება. პარალელურად რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის რეგიონებში პარტიზანული ოპერაციები გაძლიერდა.