{{VIDEO}}
ყოველ წელს ცნობილი ბრენდები საშობაო სარეკლამო კამპანიას წარმოგვიდგენენ, რითაც საზეიმო სეზონის დაწყებას გვამცნობენ.
Tiffany & Co –ს თაყვანისმცემლები წელსაც მოუთმენლად ელოდნენ ტრადიციული კამპანიის – Believe in Dreams გაგრძელებას, რომლის რეჟისორი ამჯერად მარკ რომანეკია.
ალისას საოცრებათა სამყაროს თანამედროვე ვერსიაში ამჯერად მაყურებელს ზოი კრავიცი, ნაომი ქემფბელი, სიაო ვენ ძიუ , ასევა კარენ ელსონი და მეი მაქსი ამოგზაურებენ. ზოი მაღაზიის გამყიდველის როლშია, რომელიც მოულოდნელად საიდუმლო საახალწლო სახელოსნოში აღმოჩნდება.
ელფების სუფრა რა თქმა უნდა ბრენდის ჭურჭლით და აქსესუარებით არის გაფორმებული. ფანტასტიური დეკორაცებიც ამ ბრენდის სახლის აქსესუარებით არის შექმნილი.