კომპანია Coca-Cola პლასტიკურ ბოთლებს ქაღალდის ბოთლებით ჩაანაცვლებს. ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით პირველი ნიმუში დანიურმა კომპანიამ Paper Bottle Company წარმოადგინა. სატესტო რეჟიმში კოკა-კოლა 2000 ბოთლს გამოუშვებს.
ბოთლებს პლასტიკური მხოლოდ სახურავი და შიდა მემბრანა აქვს. ექსპერიმენტის საბოლოო მიზანი ბოთლების მთლიანად ქაღალდისგან დამზადებაა.
ორგანიზაცია Break Free From Plastic-ის მონაცემებით, Coca-Cola პლასტიკური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზეა Pepsi ხოლო მესამეზე კი Nestle
იცით რამდენ ხანში იშლება გარემოში მოხვედრილი ნარჩენი გადამუშავების გარეშე?
- ალუმინის ქილა: 200 – 500 წელი
- პლასტმასის ბოთლი: 450 წელი
- პოლიეთილენის პარკი: 200 – 1000 წელი