კომპანია Coca-Cola–ს ხელმძღვანელი არ გამორიცხავს რუსული ბაზრიდან სრულად წასვლას იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი გაჭიანურდება. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა , ჯეიმს ქუინსიმ ამერიკულ გამოცემა The Wall Street Journal–ს უთხრა.
კომპანიის ხელმძღვანელობის პოლიტიკას მომხმარებელთა კრიტიკა მოჰყვა იმის გამო, რომ Coca-Cola–მ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში გაყიდვები არ შეწყვიტა. ამის თაობაზე ქუინსიმ თქვა, რომ კომპანიის წასვლა რუსული ბაზრიდან ნაკლებად მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას რუსეთის ხელისუფლებაზე.
“სიმბოლიზმი მნიშვნელოვანია, თუმცა გადამწყვეტი ფაქტორი ვერ იქნება“–თქვა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
მისი თქმით, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს. მათ შორის არის ეკოლოგიის, სოციალური უზრუნველყოფის და მმართველობის, რომლებიც ინვესტორებისთვის პრიორიტეტულია.
8 მარტს The Coca-Cola Company–მ განაცხადა, რომ აჩერებს საკუთარ მოღვაწეობას რუსეთში. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის ხმამაღალი განცხადება მხოლოდ კომპანიის მარკეტინგში ინვესტიციების შეწყვეტას ნიშნავდა და არა ქვეყანაში ქარხნების გაჩერებას.
“ჩვენ მთელი სულით და გულით თანავუგრძნობთ ადამიანებს, რომლებიც უკრაინაში ამ ტრაგიკული მოვლენების შედეგებს განიცდიან. ჩვენ განვაგრძობთ სიტუაციაზე დაკვირვებას და შეფასებას მოვლენათა განვითარების კვალდაკვალ“– განაცხადა მაშინ კომპანიამ მისი მისამართით სოციალურ ქსელებში დაწყებული კრიტიკის პასუხად.