ცოტნე გამსახურდია საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს მიმართავს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურსია სოციალურ ქსელში “სირცხვილიას” ორგანიზატორებს მიმართავს.

“მინდა ასე, საჯაროდ, მივმართო საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს და შეხვედრისასაც მექნება ამ საკითხზე საუბარი: ერთერთი ძირითადი მოთხოვნა გავრილოვის ღამის პატიმრების, მათ შორის – პოლიციელების ჩვენებებზე დაჭერილი ირაკლი ოქრუაშვილის, უპირობო გათავისუფლება იყოს!

ხელისუფლებას არავითარი მორალური უპირატესობა არა აქვს ამ თემაზე, მით უფრო,რომ მოძალადე, დამნაშავე პოლიციელები ყველა გირაოთი გამოუშვეს! ასევე, ამ ხალხის გათავისუფლება დიდი მორალური გამარჯვების და სოლიდარობის განცდის მომტანი იქნება, რაც ამორფულ ოპოზიციას ახლა ძალიან სჭირდება.

თუ ვინმე ამის წინააღმდეგი იქნება, დასკვნებს უკვე შემდეგ გავაკეთებთ… რას იტყვით, მეგობრებო?”- წერს ცოტნე გამსახურდია