COVID-19-ით გარდაცვლილ 7 თვის ორსულს რამდენიმე დღის წინ მამა კოვიდით დაეღუპა

კორონავირუსით გარდაცვლილ 7 თვის ორსულს, თეონა აბაშიძეს, რამდენიმე დღით ადრე, COVID-19-ით მამაც გარდაეცვალა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. 

მათი ცნობით, მამა-შვილი ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში ცხოვრობდა.

როგორც გამოცემას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში უთხრეს, კოვიდინფიცირებულები იყვნენ თეონას ქმარი და მათი წლი-ნახევრის შვილი, თუმცა ისინი გამოჯანმრთელდნენ.

7 თვის ორსული ქალი გუშინ გარდაიცვალა. ბოკერიას კლინიკის განმარტებით, თეონა აბაშიძე არ იყო აცრილი, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.