ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს.
„სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს იმისთვის, რომ კოვიდ 19-ის დაკარგული თაობის წარმოქმნა ავიცილოთ თავიდან,“- თქვა ჰანს კლუგემ.
მისი თქმით, ამჟამად ევროპაში ახლა კოვიდ-19-ის აფეთქებაა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ აფეთქებაა, იმ გაგებით, რომ რეგიონში შემთხვევების 1 მილიონით გაზრდას მხოლოდ რამდენიმე დღე სჭირდება. გულწრფელები უნდა ვიყოთ, ცოტა რთული დრო გვექნება,“- განაცხადა WHO–ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა.