კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთმა იტალიას გადაასწრო. ესპანეთში 117 710 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო იტალიაში 115 ათასზე მეტი. დაავადებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც COVID-19 245 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.
რაც შეეხება ლეტალობას, ამ მხრივ იტალიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია- 13 915 ადამიანი, ესპანეთში კორონავირუსმა 10 935 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო აშშ-ში – 6 095.
მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს გუშინ გადააჭარბა და ბოლო მონაცემებით მილიონ 30 ათასს შეადგენს. გარდაცვლილია 54 207 ადამიანი, ხოლო 220 ათასი გამოჯანმრთელდა.