COVID-19-ით ინფიცირებული სასულიერო პირის თქმით, ხარების დღესასწაულზე ეზიარა

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ამბობს, რომ ვერაზე, იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში ეკლესიაში ხარების დღესასწაულზე ეზიარა. მღვდლის თქმით, არ იცის, ეზიარა თუ არა მრევლით, რადგან გარეთ არ გასულა.

,,რა თქმა უნდა ყველა ეზიარა.ხო, ალბათ მრევლიც ეზიარა, მე გარეთ არ გავსულვარ”, — აღნიშნა სასულიერო პირმა ტვ პირველთან სატელეფონო ინტერვიუში.

ის ასევე ამბობს, რომ სავარაუდოდ ექთანი დისგან დაინფიცირდა, რადგან მასთან კლინიკაში იყო მისული. მღვდელის თქმით, სახლში მისი და გადასხმებს უკეთებდა.

,,მე ზოგადად ბრონქების პრობლემა მაქვს და მაგის გამოც სისუსტეები, მით უმეტეს მარხვაში, მკაცრად იმას ვშვები და მაგიტომ მიკეთებდა”, —განაცხადა სასულიერო პირმა.

ინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის კლინიკაში თავის ოჯახის 3 წევრთან ერთად გუშინ შეიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის მიუხედავად, არ შეუჩერებია წირვა-ლოცვა და არ შეუცვლია ერთი კოვზით ზიარების წესი.