COVID-19-ით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3212 ახალი შემთხვევა 10:48, 02-09-2021 საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 81 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 5017 პაციენტი. გუშინ საქართველოში 40 435 ტესტი ჩატარდა.