COVID-19-ით რუხის კლინიკაში 35 წლის კაცი გარდაიცვალა, მას თანმხლები დაავადება არ ჰქონდა

რუხის კლინიკაში ფოთის მცხოვრები 35 წლის გიორგი მიმინოშვილი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. მიმინოშვილის ოჯახი ფორმულასთან საუბრისასს მის გარდაცვალებას არასათანადო მკურნალობასა და ექიმების გულგრილობას უკავშირებს.

მათი თქმით, მამაკაცი 11 დეკემბერს ჯერ სასტუმროში გადაიყვანეს, შემდეგ კი, რიცა მისი მდგომარეობა 3 დღეში საკმაოდ დამძიმდა, რუხის საავადმყოფოში მოათავსეს.

პაციენტი კლინიკაში 4 დღიანი მკურნალობის შემდეგ დღეს, 18 დეკემბერს გამთენიისას გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მეუღლე ირწმუნება, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ყველა სამედიცინო პროცედურა უკიდურესად დაგვიანებული იყო: დროულად ვერ ჩაუტარეს ვერც PCR ტესტი და ვერც კომპიუტერული ტომოგრაფია.