COVID-19-ით უცხოეთში საქართველოს 13 მოქალაქეა გარდაცვლილი, ინფიცირებულია 45 – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს 13 მოქალაქეა გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირებულია 45 ადამინი.

მისი თქმით, ინფიცირებულთა შემთხვევაში დაავადება ნაკლებად მძიმე ფორმებშია გამოვლენილი.

მინისტრი განმარტავს, რომ გარდაცვლილთა გადმოსვენების პროცესი შეფერხდა, რადგან ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედით ხდებოდა.

,,არსებული შეზღუდვების ფონზე, მოგეხსენებათ, რომ ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილების ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრების დახმარებას შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით,“- თქვა ზალკალიანმა.