COVID-19-ს კიდევ 50 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურდა 1965 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 50 ადამიანი, ხოლო 3 996 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჩატარდა 24 262 ტესტი, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელმა კი 7.63%-ს მიაღწია.

7 სექტემბრის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 567 922 
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 523 669 
  • მათ შორის გარდაცვლილი – 7 917
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 25 624, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 740, PCR ტესტით – 6 884
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,77%, ბოლო 7 დღის – 7,63%
  • სულ ჩატარდა – 1 340 062 აცრა, დღიურად აცრილია – 24 262
  • კარანტინის რეჟიმში – 97
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 766
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 152