COVID-19-ს კიდევ 78 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურდა 1915 შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1915 ახალი შემთხვევა, ხოლო 5929 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

30 აგვისტოს მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 545 033 
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 488 661
  • მათ შორის გარდაცვლილი – 7 329 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 21 411, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 305, PCR ტესტით – 9 106
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,94%, ბოლო 14 დღის – 10,44%, ბოლო 7 დღის – 10,04%
  • სულ ჩატარდა – 1 164 402 აცრა, დღიურად აცრილია – 17 670
  • კარანტინის რეჟიმში – 103
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7 660
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 864