ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე 2009 წლის ღორის გრიპის პანდემია, – ამის შესახებ განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა.
როგორც ჯანმოს ხელმძღვანელი, აცხადებს კოროანვირუსის მონაცემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით “გვაწვდის უფრო ნათელ სურათი ამ ვირუსის შესახებ, თუ როგორ იქცევა ის, როგორ უნდა შევაჩეროთ და როგორ ვებრძოლოთ მას. ჩვენ ვიცით, რომ COVID-19 სწრაფად ვრცელდება და ვიცით, რომ ის სასიკვდილოა – 10-ჯერ სასიკვდილო, ვიდრე 2009 წლის გრიპის პანდემია”, – განაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
2009 წელს ღორის გრიპის პანდემიას, რომელიც H1N1 გრიპის ვირუსთან არის დაკავშირებული, დაახლოებით 200 000 ადამიანი ემსხვერპლა მთელს მსოფლიოში.