დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ერთ დღეში 938 ადამიანი გარდაიცვალა, რაც აქამდე აღრიცხული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში. მთლიანობაში, ბრიტანეთში COVID-19-ით 7097 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, ბოლო 24 საათში 5 491 ადამიანი დაავადა, ჯამში – 60 733 პირი , მათგან 1559-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
ბრიტანეთში ტესტირების ტემპი საგრძნობლად აჩქარდა, რადგან ქვეყანა კრიზისის მართვაში მას საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევს. ამ დროისთვის ტესტირება 232 ათასზე მეტს ადამიანს ჩაუტარდა.