Covid19-ით ინფიცირებული პოლიტოლოგის მდგომარეობა დამძიმდა. ის დახმარებას ითხოვს

ფეისბუქში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პოლიტის ინსტიტუტის დირექტორის, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კორნელი კაკაჩია დედასთან ერთად შაბათიდან რუხის კოვიდ ცენტრში იმყოფება. მას მარჯვენა ფილტვის ანთება აქვს.

ოჯახი და ახლობლები ხელისუფლებისგან ითხოვენ,  ის და მისი დედა სასწრაფოდ თბილისის ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანონ. საკუთარი მძიმე მდგომარეობის შესახებ კორნელი კაკაჩიამ ფეისბუქზე დაწერა, შემდეგ კი “რეზონანსს“ მისცა ინტერვიუ:

„ძალიან მძიმედაა სიტუაცია, ვირუსი ვერ შეჩერდა, ვერ ვდგები, ჟანგბადის გარეშე ვერ ვსუნთქავ, ხელოვნური სუნთქვის აპარატი მჭირდება, შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს. ჩემი სიცოცხლე რეალურად გადასხმებზეა დამოკიდებული, აქ ელემენტარული რაღაცეები არაა, თან ექიმები ნახევარი ცუდად გახდა, დედაჩემი უკეთ გახდა, ცოტა ხანში გაწერენ, რაც შეეხება ჩემს სიტუაციას თუ ხვალამდე არ გადამიყვანენ, შესაძლოა ბოლო ინტერვიუ იყოს,” –   ამბობს კორნელი კაკაჩია. მისი ახლობლები კი ფეისბუქით  ცდილობენ ხმის მიწვდენას მათთვის, ვისაც კორნელის თბილისში გადმოყვანაში დახმარება შეუძლია.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორნელი კაკაჩია მკურნალობას ამ ეტაპზე რუხის საავადმყოფოში გააგრძელებს, რადგან რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი მის სხვა კლინიკაში გადაყვანას საჭიროდ არ მიიჩნევს:

“ბატონ კორნელი კაკაჩიას სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არის მოთავსებული, უტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება იმისათვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ ეტაპზე რეანიმატოლოგები, რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი არ თვლის საჭიროდ, რომ ის იქნას გადაყვანილი სხვა კლინიკაში. თუ მდგომარეობა შეიცვლება, ექიმები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

საქართველოს მთავრობა თითქოს ცდილობს, გააქროს ნატოსა და EU-ში გაწევრიანების შანსები – ილვესი

"ცუდია ის, რომ შეთანხმება გაუქმდა, მეორე - თავის იმით მოტყუებაა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა...

დადასტურდა კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 34 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო 1895 გამოჯანმრთელდა. 3...

კახეთში 14 წლის დაკარგულ მოზარდს ეძებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ. სოფელ თამარიანში მცხოვრები 14 წლის ბიჭი 2...

არავის ვეჯიბრები, ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მაქვს ასეთი მხარდაჭერა – კალაძე IRI-ზე

"აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის...

როგორი ამინდი იქნება 7 აგვისტომდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლებელია...

“პოლიტიკაში მოვდივარ“ – მოცურავე ნანა ნებიერიძე გახარიას გუნდს უერთდება

სპორტსმენი ნანა ნებიერაძე გიორგი გახარიას პარტიას უერთდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ...

“იმედია თბილისელები მხარს დაუჭერენ სიკეთისა და კეთილდღეობის ელჩებს“–კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების კანდიდატები პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დაასახელა. კალაძის...

კელი დეგნანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა. ამის შესახებ...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...