დღეს ბრიტანეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდნეობამ 32 000–ს გადააჭარბა. ამჟამად ეს ევროპაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ქვეყნის სტატისტიკის ნაციონალურმა ბიურომ გარდაცვლილთა სტატისტიკაში ჩართო ის შემთხვევებიც, როცა ადამიანები სახლში გარდაიცვალნენ, თუმცა ეჭვი ქონდათ კორონავირუსზე, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებსა და ჰოსპისებში გარდაცვლილთა რაოდენობა. ეს მონაცემები ყოველკვირეულად ქვეყნდება და დაგვიანებით ემატება საერთო მაჩვენებელს, განსხვავებით ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებისგან, რომელიც საავადმყოფოებში გარდაცვლილთა რაოდენობას ყოველდღიურად ამატებს ვირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკას.
ბიუროს ინფორმაციით გარდაცვალების 32 313 შემთხვევა დიდ ბრიტანეთში ინგლისისა და უელსის მონაცემებთან ერთად შოტლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის გარდაცვლილთა რაოდენობასაც შეიცავს.
მიუხედავად სხვადასხვა ქვეყანაში სიკვდილიანობის დავლის განსხვავებული მეთოდებისა, ახალი სტატისტიკა მეტყველებს, რომ კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს და ბრიტანეთი უკვე გავიდა ევროპაში პირველ ადგილზე კორონავირუსით სიკვდილიანობის მხრივ.
ამ ფონზე ბრიტანული ოპოზიცია მთავრობის კრიტიკას განაგრძობს იმის გამო, რომ მან დროული რეაგირება არ მოახდინა ეპიდემიის აფეთქებაზე და მეტისმეტად გვიან შემოიღო შემზღუდავი ზომები. ასევე ვერ შეძლო მოსახლეობის მასობრივი ტესტირების უზრუნველყოფა და საავადმყოფოების თანამშრომლებისთვის საკმარისი რაოდენობით დამცავი აღჭურვილობის გამოყოფა.
პრემიერი ჯონსონი აცხადებს, რომ ეპიდემიის პიკმა უკვე გადაიარა და ხელისუფლება თანდათანობით კარანინის შემსუბუქებას აპი რებს. მოსალოდნელია, რომ კნკრეტული ნაბიჯები ამ კვირასვე გადაიდგმება.
გაზეთმა Times–მა სტატისტიკის ნაციონალური ბიუროს მონაცემების საფუველზე ჩაატარა მოდელირება და დაასკვნა, რომ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა 55 ათასს აღემატება.