“ეს არის უფლების დარღვევა” – Covid 19 ზე გადაღებული კლიპის ავტორებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ. ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც გიორგი ჩალაძე აცხადებს,გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია, თუმცა მათ ამის ნებართვა არ გაუციათ.
„კლიპი ვნახე. ლაბორატორიის კადრები გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია • National Laboratory of Genetics-ში. ეს კადრები არის ჩემი გუნდის შექმნილი და დაცულია საავტორო უფლებით.მე ნებართვა არ გამიცია. არც ჩემს პარტნიორს. არც ანაზღაურება მოგვითხოვია ან მიგვიღია.კადრში ჩემი თანამშრომელი ჩანს როგორ მუშაობს. მასაც არ გაუცია ნებართვა.ეს არის ქურდობა.უფლების დარღვევა= კანონის დარღვევას.ვინ არის ამ კლიპის ავტორი? საქპატენტი • Sakpatenti“, – წერს გიორგი ჩალაძე.