COVID19-ის ახალი რეკორდი: 2 მილიონი დაინფიცირებული მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 126 000 ადამიანზე მეტი.

Covid 19-ით ყველაზე მეტი ადამიანი ამ დროისთვის აშშ–ში დაინფიცირდა. გარდაცვლილების რაოდენობითაც ეს ქვეყანა ლიდერობს. 610 000 დაინფიცირებული და 26000 გარდაცვლილი – ასეთია ამერიკის მონაცემები.

დაინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა ესპანეთი 174 000დაინფიცირებულით და 18 056 გარდაცვლილით.

მესამე ადგილს იტალია იკავებს 162 488 დაინფიცირებულით, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობით იტალია მეორე ადგილზეა ამერიკის შემდეგ  21 067 გარდაცვლილით.

მეოთზე ადგილს საფრანგეთი იკავებს  143 303  დაინფიცირებულით და 15 729 გარდაცვლილით.

მეხუთეა ადგილზეა გერმანია 131 000 დაინფიცირებულით, თუმც გარდაცვლილთა რაოდენობა აქ გაცილებით დაბალია – ქვეყანაში  3294 გარდაცვლილია.

მძიმე მდგომარეობაა ბრიტანეთში, სადაც გერმანიაზე ნაკლები დაინფიცირებულია – 93 873 ადამიანი, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობით ის გერმანიას უსწრებს. დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის 12 000–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ჩინეთი, საიადანაც ახალი კორონავირუსი წარმოიშვა დაინფიცირებულთა რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა. გარდაცვლილთა რაოდენობითაც ბევრად ჩამორჩება ევროპულ ქვეყნებს. ჩინეთში ამ დროისთვის 82 249 დაინფიცირებულია, საიდანაც 77 738 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 3341 ადამიანი. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი მინიმალურია.

კორნავირუსი მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.

ყველაზე ცოტა დაინფიცირებული იემენშია. ამ ქვეყანაში სულ ერთი შემთხვევაა დარეგისტრირებული.