აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ თეთრი სახლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის ავტომწარმოებელმა გიგანტმა, ჯენერალ მოტორსმა სასუნთი აპარატების წარმოება უკვე დაიწყო. კომპანიამ 11 დღეში მოიძია მასალები, ინდიანაში მდებარე ქარხნის საწარმოო საშუალებები გადააკეთა და თანამშრომლები გაწვრთნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფილტვების სავენტილაციო აპარატების საწარმოებლად. ჯენერალ მოტორსი აპრილიდან აგვისტომდე 30 000 სასუნთქ აპარატს დაამზადებს. ტრამპმა პრესკონფერენციაზე ვიდეორგოლიც გაუშვა, რომელიც წარმოების გარდაქმნის პროცესს ასახავს. მან თქვა, რომ კომპანიამ დაუჯერებლად მოკლე დროში მოახერხა წარმოების გადაწყობა და ეს არა მხოლოდ აშშ–სთვის მოხსნის სასუნთქი აპარატების პრობლემას, არამდ სხვა ქვეყნებსაც დაეხმარებიან.