პარტია ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი საარჩევნო კამპანიის წარმოებას დროებით შეაჩერებს. მიზეზი პარტიის პოლიტიკური მდივნის, ლევან გოგიჩაიშვილის კორონავირუსით ინფიცირებაა.
პარტიის განცხადებით, “უპირველესია საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა”.
ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის განცხადებით თვითიზოლაციაშია ყველა ის პირი, რომელთაც უშუალოდ ჰქონდა კონტაქტი ლევან გოგიჩაიშვილთან 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში.უახლოეს დღეებში კი ტესტირება ჩაუტარდება გუნდის თითოეულ წევრს.
ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი აცხადებს, რომ ღონისძიებებში, რომლებიც 6 სექტემბერს ქუთაისსი, ხოლო 8 სექტემბერს თბილისში ჩატარდა, ლევან გოგიჩაიშვილი არ მონაწილეობდა.
პარლამენტის დეპუტატს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს, ტვ პირველის ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას ახალი კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდათ.