შვეიცარიული ბანკი Credit Suisse საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს ეხმაურება და პასუხობს : “ნებისმიერი ბრალდება Credit Suisse-ის “პოლიტიკური ზეწოლის” შესახებ სრულიად უსაფუძვლოა”
ბანკმა ამასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი ტელეკომპანია “ფორმულასთან” გააკეთა.
6 მაისს ივანიშვილის დაქირავებულმა PR კომპანია Cision-მა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთ სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის – Credit Suisse-ის წინააღმდეგ. მიზეზად კი ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხება და ივანიშვილისთვის ფინანსური ზიანი დაასახელა.
Cision-ი აცხადებს, რომ 4 მარტს მოთხოვნილ გადარიცხვასთან დაკავშირებით თანხმობა 4 აპრილს გაიცა, ოფიციალურ დოკუმენტში კი მიზეზად “გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში” იყო მითითებული, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთ-უკრაინის ომთან და არ ექვემდებარებოდნენ რამე სანქციებს, შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკურ ზეწოლად არის შეფასებული.