შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის დირექტორმა თომას გოთშტაინმა თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ თომას გოთშტაინის შემცვლელად, ულრიხ კიორნერი დაინიშნება. კიორნერი მანამდე კრედიტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
”ბოლო კვირების განმავლობაში, პირადი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოსაზრებებისთვის და აქსელთან და ჩემს ოჯახთან დისკუსიის შემდეგ, დავასკვენი, რომ ახლა სწორი დრო იქნებოდა განზე გადავდგომოდი და გზა გავუხსნათ ახალ ხელმძღვანელობას, რათა სრულად მიეღო ამ დილით გამოცხადებული მნიშვნელოვანი ინიციატივები. რომელსაც მთელი გულით ვუჭერ მხარს“. – განაცხადა თომას გოთშტაინმა.
ცვლილების მიზეზი ყოვლისმომცველლი სტატეგიული მიმოხილვის ჩატარებაა, რომ შემდგომში უზრუნველყოს მდგრადი ანაზღაურება ყველა დაინტერესებული მხარისთვის და პირველი კლასის მომსახურება კლიენტებისთვის.
ასევე აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-ის დირექტორის შეცვლის ფონი რამდენიმე სასამართლო დავაა რომლის გამოც, ბოლო რამდენიმე თვეში ზარალმა 1,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა.