აშშ-ს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მიხედვით, ომის ერთი წლის განმავლობაში რუსეთის დანაკარგებმა უკრაინაში გადააჭარბა დანაკარგებს საბჭოთა ან რუსეთის არმიის მონაწილეობით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა ომში.
CSIS-ის მონაცემებით, უკრაინაში რუსების ჯამური დანაკარგი დაღუპულებისა და დაჭრილების სახით 200-250 ათასი ადამიანია. მათგან მინიმუმ 60-70 ათასი დაიღუპა, მათ შორის არა მხოლოდ რეგულარული ჯარები, არამედ ვაგნერის დაქირავებულები, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები და თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მილიცია.
რუსეთის ზარალის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემები გაცილებით მეტია – დაახლოებით 150 ათასი ადამიანი.
მედიისთვის დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის დაზუსტება შეუძლებელია.
თუმცა, CSIS-ის მიერ მოწოდებული კიდევ უფრო ზომიერი მაჩვენებლები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ყველაზე დიდ ზარალს განიცდის კონფლიქტების ისტორიაში 1945 წლის შემდეგ.
ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში 14 000-16 000 საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა, ჩეჩნეთის ორივე კამპანიაში 12 000-25 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დონბასში კი, უკრაინაში სრულმაშტაბიან შეჭრამდე 6 000-7 000 რუსი ჯარისკაცი, წერს CSIS თავის ანგარიშში.
დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ უკრაინაში დანაკარგების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა კონფლიქტების ვითარებას.
მაგალითად, ჩეჩნეთში რუსული არმია თვეში კარგავდა 95-დან 185 კაცს, ავღანეთში – 130-145, ხოლო უკრაინაში თვეში 5-5,8 ათასი რუსი ჯარისკაცი კვდება.
CSIS-ის ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის სარდლობამ არაერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, მისი პერსონალის ასეთი დიდი დანაკარგი გამოიწვია.
კრემლისთვის ომის დასაწყისიც მოულოდნელად რთული აღმოჩნდა, რადგან ის არ ელოდა წინააღმდეგობას არც უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან და არც მშვიდობიანი მოსახლეობისგან.
შემდეგ რუსეთმა გადაწყვიტა, წასულიყო გამოფიტვაზე ომის რეჟიმზე, იმის იმედით, რომ მისი უპირატესობა იარაღში იყო და რომ დასავლეთის მიწოდება ადრე თუ გვიან შეჩერდებოდა.
მაგრამ მიწოდება არა მხოლოდ არ შეჩერებულა, არამედ ბერვად გადააჭარბა რუსეთის არსენალს ხარისხითა და ეფექტურობით, ნათქვამია მოხსენებაში.