ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ის და NATO შეშფოთებულები არიან.
სხვა უცხოელი პარტნიორების მსგავსად, მხარეებს ისიც დიალოგისკენ მოუწოდებს.
„NATO (და მე) ყურადღებით და შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ჩიხიდან გამოსასვლელად არის დიალოგი. მოხარული ვარ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. საქართველოს აქვს ძლიერი და დინამიური დემოკრატია და კონსენსუსის მოძიებით ეს კიდევ ერთხელ უნდა დადასტურდეს“,- წერს აპატურაი.