დააკავეს მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა

ჩინეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა.

შემთხვევა დედაქალაქთან ახლოს, ტუნჯოუს დასახლებაში მოხდა.

მამაკაცმა საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა და  დაწერა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა და სხვა ადამიანების ინფიცირებას ახდენდა.

სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ სოციალურ ქსელში ჩანაწერის ავტორი 22 წლის მამაკაცი იყო და ის იტყუებოდა. სინამდვილეში ახალგაზრდა  კორონავირუსით საერთოდ არ იყო ინფიცირებული.

ამჟამად მამაკაცი დაკავებულია მას ბრალად ცრუ ინფორმაციის გავრცელება აქვს წაყენებული.