“დაგღუპავთ თქვენი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც 24 საათი გიზით სახლში“–ლაშა ამირეჯიბი ბიძინა ივანიშვილს

დაიცავი საქართველოს ერთ–ერთი დამფუძნებელი, მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი, ლაშა ამირეჯიბი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლის მცდელობაში ივანიშვილის გარემოცვას და პირადად ივანიშვილს ადანაშაულებს. ის ფეისბუქ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც უცა მამაცაშვილის და ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებზე საუბრობს:

“პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ამავე დროს ძალიან მეცოდება ნათია თურნავა. არ არის ცუდი გოგო, ძაან ჭკვიანი გოგოა, დიდი ხანია მუშაობს ეკონომიკის სამინისტროში, სააკაშვილის პერიოდში ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც იყო. სამწუხაროდ მას სხვა საშუალება და სხვა უფლება არ აქვს რომ არ დაექვემდებაროს და არ დაადასტუროს ის ბრძანება რაც ზევით არის მოლაპარაკებული.

სანამ სილა არ გააწნეს ამერიკელებმა და ჰოლანდიელებმა საქართველოს ხელისუფლებას იქამდე აზრზე ვერ მოვიდნენ. არის ახლა დიდი პანიკა. თურმე ვიღაც კაკაურიძე ყოფილა, რომელმაც გასცა ბრძანება. კაკაურიძეზე გადატეხეს ჯოხი. ეგეთი რამე არ არსებობოს. ეგეთი რამეები არ ხდება.
ახლავე აგიხსნით რა ხდება.
ვანო ჩხარტიშვილს ფოთში რამდენიმე ნავსადგომი აქვს. პარალელურად რომ აშენებულიყო ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში პრაქტიკულად ვანო ჩხარტიშვილი და ვანოს ნაირი ადამიანები კარგავდნენ პრაქტიკულად ყველაფერს. ამ საქმეში არის ჩართული რა თქმა უნდა უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი.როცა ვლაპარაკობთ შიდა და გარე მტრებზე, ჩვენი ქვეყნის მტერი დღეს არის უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი. ამათი ინტერესის გარეშე დღეს საქართველოში არაფერი არ ხდება.
არ მინდა დავიჯერო, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის ყურაშია, მაგრამ როცა მისი დეიდაშვილი არის საქმის კურსში და როცა ვანო ჩხარტიშვილი უზის 24 საათი ბიძინა ივანიშვილს საკუთარ სახლში, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში იქნებოდა.
არაერთხელ მივმართე მას და ახლაც მინდა ვუთხრა: სიტყვას გაძლევთ ვაჟკაცურს, რომ თქვენ დაგღუპავთ თქვენივე ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც 24 საათი გიზით სახლში და რაღაც საინტერესო ფინანსურ იდეებს გაწვდით.
ბატონი უჩა მამაცაშვილი ძალიან ხშირად დაფრინავს მოსკოვში. იქ ვანოსთან ერთად რაღაც ბიზნესიც აქვს. ამასწინადაც ყოფილან. ერთი–ორი კვირის წინ მითხრეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მის პარტნიორ რუსებს არ უნდათ ანაკლიის პორტის აშენება.ვინც ანაკლიის პორტს ეწინააღმდეგება ის არის პირდაპირი მტერი ჩვენი ქვეყნის, ვინც ხელს უშლის ანაკლიის პორტის აშენებას ის არის სააკაშვილზე, ბოკერიაზე, ახალაიებზე უფრო მეტი მტერი. არანაირი გარე მტრები არ არსებობენ. არიან შიდა მტრები და პირველი შიდა მტრები არიან ვანო ჩხარტიშვილი და უჩა მამაცაშვილი, რომლის ხელშია მთელი ბიზნესი. თუკი ეს ბრძანება გაიცა და თუკი ფოთის ღრმა წყლოვან პორტზეა ლაპარაკი და მისი აშენება უნდოდათ, ეს იყო მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილის, უჩა მამაცაშვილის და ზევით ბიძინა ივანიშვილის ინტერესიც.“– ამბობს ამირეჯიბი.