Daily Mail: ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში ამზადებს ბაზას, თუ მის პუტინის მომხრე მამას დასავლეთის სანქციების გამო ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს

ბრიტანული გამოცემა Daily Mail ბიძინა და ბერა ივანიშვილების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ბერა ივანიშვილი მამისთვის ბრაზილიაში პლაცდარმს ამზადებს, თუ მას სანქციების გამო ქვეყნიდან გაქცევა დაჭირდება.

“ალბინოსი რომელსაც რეპერობა უნდა და გლობალური ინფლუენსერი, რომელიც მისი პუტინის მომხრე ქართველი მამის მრავალმილიარდიანი ქონების მემკვიდრეა, “ბრაზილიაში გაგზავნეს, რათა შეექმნათ ბაზა იმ შემთხვევისთვის, თუ დასავლეთი მამის აქტივების წართმევას შეეცდება”.– ნათქვამია სტატიის სათაურში. 

გთავაზობთ სტატიას სრულად

ის არის ალბინოსი, რომელსაც რეპერობა უნდა და გლობალური ინფლუენსერი, მისი ოლიგარქი მამის მრავალმილიარდიანი ქონების მემკვიდრე და მისი ქვეყნის მომავალი არჩევნების მთავარი მოთამაშე.

მაგრამ იმის მაგივრად, რომ საქართველოში კამპანია აწარმოოს მამის პოლიტიკური პარტიის რკინის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ბერა ივანიშვილი ფლეიბოის ცხოვრების წესით ცხოვრობს… ბრაზილიაში.

ახლა კი MailOnline-ს შეუძლია გაამჟღავნოს, რომ უსაფრთხოების ექსპერტების აზრით ის განზრახ გაგზავნეს სამხრეთ ამერიკაში ბაზის მოსაწყობად, იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე დასავლური მთავრობა გადაწყვეტდა მამის უზარმაზარ ქონებას ჩამორთმევას.

რეპერი და ფსევდოინფლუენსერი, სამშობლოში იმდენად ცნობილი, რომ მას უბრალოდ ბერას ეძახიან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის 29 წლის პირმშოა, რომელიც, როგორც ამბობენ, არის ყოფილი საბჭოთა კავშირის შავი ზღვისპირა რესპუბლიკის ნამდვილი მმართველი.

საქართველო ახალ სტატუსს უახლოეს თვეებში მიაღწევს მას შემდეგ, რაც მისი ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამ კვირაში პირველ დიდ ტურნირზე, ევრო 2024-ზე კვალიფიცირდა, რომელიც ამ ზაფხულს გერმანიაში გაიმართება.

ეს, სავარაუდოდ, მორიგ ჯერზე ყურადღებას გამოიწვევს ივანიშვილის უცნაური ქმედებების მიმართ, რომელიც ცხოვრობს ბონდის ბოროტმოქმედის სტილში მთის ბუნაგში, რომელიც გარშემორტყმულია ზოოპარკით და აქვს ზვიგენებიანი აკვარიუმი.

ამბობენ, რომ ის აკონტროლებს ქართულ პოლიტიკას რუსეთის ბრძანებით – რადგან იზრდება შიში, რომ ვლადიმერ პუტინი მას იყენებს ქვეყნის ფარულად გასაკონტროლებლად.

ივანიშვილი ყოფილი პრემიერ–მინისტრია, რომელმაც დააარსა და დღემდე აკონტროლებს პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნებას“ (სახელი მისმა ვაჟმა, ბერამ შეარჩია), რომელიც ქვეყანას ბოლო ათწლეულის განმავლობაში აკონტროლებდა.

ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერა, სავარაუდოდ, გაგზავნეს ბრაზილიაში მამის ბრძანებით, როგორც სარეზერვო ვარიანტი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს პუტინს დასავლეთის წინააღმდეგ, საპირისპირო შედეგს გამოიღებდა და ის იძულებული გახდებოდა ქვეყნიდან გაქცეულიყო.

იქ ის ცხოვრობს აშკარად შესაშური ცხოვრების წესით, გარეულია ბრაზილიელი ცნობილი სახეების კლასში თავის მოდელ ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ატარებს გახმაურებულ ფეხბურთის თამაშებს, დადის სანაპიროზე და აკეთებს გამოჩენილ ჟესტებს, როგორიცაა მილიონი დოლარის შეწირვა ტროპიკული ტყის გადასარჩენად.

მაგრამ უსაფრთხოების ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მისი რეალური მიზანი ბრაზილიაში არის მამისთვის გაქცევის მარშრუტის მომზადება იმ შემთხვევაში, თუ მას თავისი სიმდიდრით გაქცევა მოუწევს, თუ მისი ალიანსი პუტინთან არ გაამართლებს.

მას შემდეგ, რაც ლონდონში რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქები, როგორიცაა ჩელსის ყოფილი მფლობელი რომან აბრამოვიჩი, აიძულეს გაყიდონ ან ჩამოართვეს აქტივები მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინასთან ომი დაიწყო, ივანიშვილი შიშობს, რომ მისი მილიარდები ევროპაში და აზიაში უსაფრთხოდ არ იქნება, ამიტომ ის ფიქრობს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ბრაზილიაში გადავა.

წყარომ, რომელიც ქვეყანას უწევს მონიტორინგს გვითხრა: „ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახერხებდნენ სანქციებისგან გაქცევას, მაშინ როცა მსოფლიოს სხვა ოლიგარქები, მათ შორის რომან აბრამოვიჩი, იყვნენ სამართალდამცავების სამიზნე და მათ ქონება ჩამოართვეს.

„მაგრამ ისმის კითხვები იმის შესახებ, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და მისი შვილის ბრაზილიაში გადასვლა, მათი აქტივების დაცვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის ნაწილი, თუ ის მომავალში სამიზნე გახდება.

„მაგალითად, უკრაინამ ძალიან ხმამაღლა გამოთქვა სურვილი მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. მაგრამ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ბრაზილიაში ჩამოართვან მათი სიმდიდრე, ვიდრე დიდ ბრიტანეთში ან ევროპაში.

„ისევე, ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს იმის იმედი, , რომ დასავლეთი უფრო მოერიდება მასთან დაპირისპირებას, თუ იგი დაიკავებს მაღალ თანამდებობას ამ წლის ბოლოს მომდევნო არჩევნების შემდეგ. არსებითად, ამან შეიძლება კიდევ ხუთი წლით სასუნთქი სივრცე მისცეს მას.”

ითვლება, რომ მილიარდერი გლობალური სამხრეთის ქვეყნებს, როგორიცაა ბრაზილია, ყველაზე უსაფრთხო თავშესაფარად მიიჩნევს თავისი აქტივებისთვის. მან მნიშვნელოვანი შემოწირულობა გაიღო ბრაზილიის ხანძრის შემდგომი ტყეების აღდგენის ფონდში, რათა თავი მოეწონებინა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სანამ მისი შვილი იქ გადაიყვანდნენ, რაც იმის ნიშანია, რომ მისი გეგმა სრულდება.

ბერას, რომელიც ასევე ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში, სადაც ხვდებოდა ცნობილ ადამიანებს, მათ შორის ზენდაიას, ასევე ჰყავს უმცროსი ძმა, ცოტნე, რომელიც მასავით ფერმკრთალია და მისივე ფერის თმა აქვს.

ორივე ბოდიბილდერია და ხშირად ერთად პოზირებენ სოციალურ ქსელებში.

ძმები სწავლობდნენ სახლში და ბავშვობა გაატარეს საქართველოში ვერტმფრენით მოგზაურობაში, მამის უსაფრთხოების უზარმაზარი ანტურაჟით გარშემორტყმულებმა, სხვა ბავშვებთან ურთიერთობების გარეშე.

ბერა პირადად იყო ჩართული საქართველოში სკანდალში, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ დაზვერვის თანამშრომლები სტუმრობდნენ ახალგაზრდებს, რომლებმაც მის შესახებ კრიტიკული კომენტარები დატოვეს ფეისბუქზე, რათა ამ კომენტარების წაშლე ეიძულებინათ.

გასული წლის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილის ახლო მოკავშირე ოთარ ფარცხალაძე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, კრემლის ჯაშუშად დაასახელა.

ისინი აცხადებდნენ, რომ პუტინმა „გამოიყენა ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის ინტერესებისთვის ზემოქმედებისთვის“.

ბერა, რომელსაც ადარებენ გმირ ჯოფრი ბარათეონს, სადისტ ახალგაზრდა მეფეს Game of Thrones-დან, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიად ითვლება.

ჯაშუშობის ბრალდებებმა სერიოზული დიპლომატიური განხეთქილება გამოიწვია ორ ქვეყანას შორის. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ივანიშვილის მმართველი პარტიის დასამხობად.

წყარომ დასძინა: „ბიძინა ივანიშვილისა და მისი ვაჟის ბერას მილიონერული ცხოვრების წესი, სამწუხაროდ, შორს არის იმ საშინელი რეალობისგან, რომელსაც ქართველები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ ისინი მილიონებს ხარჯავენ ზებრებსა და ეგზოტიკურ ხეებზე, ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან, რადგან თავს უიმედოდ გრძნობენ თავიანთ მომავალთან დაკავშირებით“.

ბოლო მონაცემებით, ქართველების 20 პროცენტს ახლა საზღვარგარეთ ცხოვრება ურჩევნია, ვიდრე ივანიშვილის მარიონეტული მთავრობის მმართველობის ქვეშ, რომელსაც მოსკოვთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პარტია ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წელს, ქვეყანამ აღმართა იოსებ სტალინის არაერთი ქანდაკება. მსოფლიო ლიდერები არაერთხელ გამოდიოდნენ გაფრთხილებით, რომ ქვეყანა კრემლის ხელში ჩავარდებოდა.

ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები ახლა უიმედოდ მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს ოქტომბრის არჩევნების მჭიდრო მონიტორინგი მას შემდეგ, რაც აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს წინა არჩევნების დროს ხმების მოსყიდვისა და დაშინების მტკიცებულებების შესახებ.

იმავდროულად, ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ციხეში რჩება ბრალდებების გამო, და ამტკიცებს, რომ მას პუტინის ბრძანებით წამლავენ.

რამდენადაც საერთაშორისო პროტესტი სააკაშვილთან მოპყრობის გამო მატულობს, ქვეყნის ცერემონიული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გასულ კვირას ჩაფრინდა ლონდონში, რათა ყურადღება მიეპყრო ქვეყნის გასაჭირზე და უთხრა BBC-ს, რომ მის ქვეყანას სჭირდება კოალიციური მთავრობა, რათა არ გადაიქცეს ერთპარტიულ სახელმწიფოდ.

მან თქვა: „რუსებს სურთ გააკონტროლონ არა მხოლოდ საქართველო, არამედ შესაძლოა ევროპის ნაწილიც“.

ივანიშვილის ქონება 6 მილიარდ ფუნტზე მეტად არის შეფასებულინ. რომელთაგან ზოგიერთი კრიპტოვალუტაში ინახება .

მან კარიერა დამლაგებლად მუშაობით დაიწყო. მოგვიანებით მან გაყიდა ტელეფონები და კომპიუტერები რუსეთში და შემდეგ დააარსა ქვეყნის ერთ-ერთი პირველი კერძო ბანკი. მოგვიანებით ის საბანკო საქმეში, უძრავ ქონებასა და ლითონებზე მუშაობდა.

მისი ამჟამინდელი ცხოვრების წესი ძალიან განსხვავდება მისი წარსულისგან, როდესაც ის დამლაგებლად მუშაობდა. ფოტოები ასახავს პატარა მილიარდერს, რომელიც დომინირებს დედაქალაქ თბილისში თავისი მთის ბუნაგიდან, ასევე ზებრებს მის პირად ზოოპარკში, სადაც ასევე ცხოვრობს რვა ჯიშის ფარშევანგი, ვარდისფერი ფლამინგოები და სხვა ეგზოტიკური ფრინველები.

ცნობილია, რომ მისი სახლის ცენტრალურ ნაწილში ზვიგენის აკვარიუმია .
მისი ოფისის კედლებზე ნახავთ მონეს, პიკასოს, ლუსიან ფრეუდის და სხვების ნამუშევრებს. თუმცა, გაძარცვის შიშით, ის ამბობს, რომ ყველა ნამუშევარი ასლია, ორიგინალები კი ლონდონში ინახება.
თუმცა მისი ყველაზე დიდი ექსტრავაგანტულობა არის ეგზოტიკური ხეების შორეული ადგილებიდან ამოძირკვა და მათი ეზოში დარგვა. “მე ნამდვილად მიყვარს დიდი ხეები”, – თქვა მან ერთხელ. “გიგანტური ხეები ჩემი გატაცებაა.”

ივანიშვილის პარკის ხეები კენიის კილიფის რეგიონიდან ამოძირკვეს და საქართველოში გაიტანეს. ზოგიერთი მათგანი 650 ტონას იწონიდა.

მათ ამოთხრას კენიაში მოჰყვა საზოგადოების პროტესტი და ბრალდებები ბიოპირატიაში, ანუ სამეცნიერო კოლონიალიზმში. ივანიშვილის მიერ მოპარული ბაობაბის ხეების ნაწილი გადაშენების პირას არის და კლიმატის ცვლილების შემდგომი საფრთხის ქვეშ იმყოფება.

ქართველ სოფლელებს, რომელთა ხეები პარკისთვის იყო ამოძირკვული, ასევე პირდაპირ უთხრეს, რომ არ ესაუბრონ ჟურნალისტებს, თორემ კონტრაქტები შეუწყდებათ. ხეების გადატანის საფასური ხშირ შემთხვევაში ქართველ გადასახადის გადამხდელების ხარჯზე იქნა გადახდილი, ხოლო ტრანსნაციონალური ელექტრო კაბელები გათიშულ იქნა ხეების ტრანსპორტირებისთვის გზის გასახსნელად.

მონიტორები გვაფრთხილებენ, რომ ქართული “მაღალი საზოგადოება“ ახლა კორუფციის ეპიდემიის ტყვეობაშია, მთავრობაში კი ყოვლისმომცველი კრონიზმია გამეფებული.

ქვეყნის მთავარი პროკურორი ივანიშვილის ყოფილი ადვოკატია, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატის უფროსი ოდესღაც მისი დაცვა იყო, წარსულში ჯანდაცვის მინისტრი მისი ყოფილი პირადი ექიმი იყო. წინა ეკონომიკის მინისტრი იყო ბატონი ივანიშვილის ბანკი „ქართუს“ აღმასრულებელი დირექტორი.

ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გამოაქვეყნა ანგარიში ივანიშვილის ახლობლების რაოდენობის შესახებ, რომლებიც დაჯილდოვდნენ მთავრობაში უმაღლესი თანამდებობებით.

„ჩვენ აღარ გვაქვს წვრილმანი კორუფცია, როგორიც არის ის, რომ პოლიცია ქრთამს ითხოვს“, – განაცხადა ეკა გიგაურმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელმა თბილისში. ჩვენ გვაქვს ელიტური კორუფცია.