კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან – ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიამ უარყო, დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ჩეხეთის მოქალაქეების ინფიცირებასთან დაკავშირებით.
„ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან ჩვენს კლინიკაში. ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რადგან ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ძირითადად ჩვენს ცენტრში. 28 პაციენტი არის ჩვენთან და თუ არ ვცდები, ხუთი არის სხვა კლინიკებში, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არც ერთი არ არის. ჩეხეთის მოქალაქეებთან კორონავირუსზე დასტური არ არის მიღებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, გუდაურში მდებარე რესტორანმა “მთვრალმა ალუბალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუდაურში მყოფ 3 ჩეხ ტურისტს კორონავირუსი გამოუვლინდა,თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია არ დადასტურდა.